მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“სამნიც ვართ, ოცდაათიც ვართ და უფრო მეტიც ვართ”

COVID-19-ის გამო შეცვლის თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის წესებს და მოქმედებს თუ არა მთელ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეკლესიაზეც. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მეუფე გერასიმეს თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები სრულ ნდობას უცხადებენ პატრიარქს და მისი მიმართვის შესაბამისად მოქმედებენ.

“მე მგონი, ყველაფერი მკაფიოდ წერია პატრიარქის მიმართვაში. ჩვენ, როგორ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები, ჩვენს პატრიარქს ვუცხადებთ სრულ ნდობას,”- განაცხადა მიტროპოლიტმა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ხელმძღვანელის განცხადებით, მოქმედი შეზღუდვა, რომელიც 3 ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს, ეკლესიას არ ეხება:

“საგანგებო მდგომარეობას ეხება და არა ეკლესიაში. მე მგონი, ამაზე მკაფიოდ იქნა განმარტებული. თუ ეხება, მობრძანდნენ, აქ ვართ, სამნიც ვართ, ოცდაათიც ვართ და უფრო მეტიც ვართ,”- აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

მეუფე გერასიმეს ​თქმით, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის აღდგომის ლიტურგია.

“ამ საკითხს ცალკე განიხილავს ეკლესია, როგორ ჩატარდეს აღდგომის დღესასწაული. ჯერჯერობით, არაა გადაწყვეტილი,”- აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button