მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი TVპირველის საქმეზე-დაკავებულია 4 ადამიანი

TV პირველში საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო აქტივისტები. აქცია მათ “ქართული ოცნების” ოფისთან გამართეს.

ადგილზე მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აქტივისტების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს

მსგავსი პოსტები

Back to top button