მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკოსებთან ერთად ჩხოროწყუს მერიის წინ აქციებს აანონსებენ

გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. მიზეზი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტია,რა დროსაც მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები,ხელისუფლებას ერთდღიან გონივრულ ვადას აძლევენ და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“ხელისუფლებას ვაძლევთ გონივრულ ვადას ,რომ ჩხოროწყუში მომხდარ მარაზმზე უმკაცრესი რეაგირება იყოს : 1)გადადგეს ჩხოროწყუს მერი , 2)გადადგეს ჩხოროწყუს მუზეუმის და ამავე დროს მეორე სკოლის მასწავლებელი ქალბატონი ნაირა ციმინტია , 3)გადადგეს მეორე სკოლის დირექტორი ნონა თოდუა 4) ხელშეკრულება შეუჩერონ და მერია დაატოვებინონ მაკა ჯაფარიძეს, რომელიც ცდილობდა ფაქტის გამართლებას, 5)დაისაჯოს ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც წაიყვანა სკოლიდან მოსწავლეები (მერის ახლო ნათესავი) თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება ,ჩხოროწყუს მერიის მიმდებარედ კვლავ განახლდება აქცია და გაგრძელდება იქამდე სანამ არ შესრულდება მოთხოვნები.

სანდო წყაროზე დაყრდნობით სკოლის მოსწავლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, ეუბნებიან რომ მათი სიტყვების გამო სკოლის დირექტორს დაიჭერენ და ეს დიდი სირცხვილი იქნება მათთვის , შეცვლილ დამოკიდებულებებს კი სამთავრობო მედიასთან გააჟღერებინებენ.

” ტყუილად ცდილობთ ამ ფაქტის ჩაფარცხვას არ გამოვა დროულად დასაჯეთ დამნაშავეები.
ეს არ არის მარტო ჩხოროწყუს პრობლემა. აქციაზე ველოდებით ყველა იმ ადამიანს ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა უკეთესი საქართველოსთვის , სამოქლაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, და ყველა იმ ადამიანს ვისაც უნდა რომ მსგავსი მარაზმი არასდროს არ გამეორდეს”,-ვკითხულობთ სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით,აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button