მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

სამოქალაქო აქტივისტები თელავში გამოხატვის უფლების შეზღუდვაზე ჩივიან

თელავის თეატრის წინ, კარავში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ და მათგან იურიდიულ კონსულტაციას ითხოვენ.

აქტივისტების განცხადებით, კომენდანტის საათის პირობებში, მათ სამართალდამცავები, პროტესტის გამოხატვას უშლიან. აქციის ერთ- ერთი ინიციატორი, დავით დავითაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ისინი პოლიციის მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევენ.

“როცა ჩამოვედით, იმავე საღამოს მოვიდა რვა ეკიპაჟი, თითქოს აქ სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ.კომენდანტის საათი რომ იწყება, იძულებული ვართ ტერიტორია დავტოვოთ, ამიტომ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაგვიწიონ იურიდიული კონსულტაცია ” – განაცხადა დავითაშვილმა.

უკვე მესამე დღეა, თელავის თეატრის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს.
ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მოსახლეობას საპროტესტო მოძრაობაში ჩართულობისაკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებს, ლეიბორისტული პარტიის თელავის ორგანიზაციია თავმჯდომარე და ლელო- საქართველოს წარმომადგენლები შეუერთდნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button