მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სამოქალაქო აქტივისტების “თავისუფლების მარში” ყვარელსა და თელავშიც გაიმართა

“თავისუფლების მარში” კახეთში, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოძრაობა “დაიცავი არჩევანის” წევრებმა თელავში დაასრულეს.

მსვლელობის მონაწილეები, კახეთის საოლქო პროკურატურასთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და კახეთის პოლიციის დეპარტამენტთან მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

აქტივისტებმა, სამართალდამცავებს უკანონო მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმისკენ და კრიმინალთან არაშერჩევითი ბრძოლისკენაც მოუწოდეს.

“ჩვენ მოვუწოდებთ პოლიციელებს, ნუ შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას, დაემორჩილონ მოსახლეობის განწყობას და დაიცვან კანონი. პოლიცია არ უნდა იყოს ვინმეს ნების შემსრულებელი, ის უნდა იცავდეს მოქალაქეთა უსაფრთხოებას და კანონს არ ასრულებდეს შერჩევითად- განაცხადა აქციის ერთ”- ერთმა მონაწილემ.

საპროტესტო მსვლელობა დღეს, 4 იანვარს, გურჯაანში დაიწყო, შემდეგ კი ყვარელსა და თელავში გადაინაცვლა.

თავისუფლების მარშის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

სამართალდამცავი სტრუქტურებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობიდან, აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია

მსგავსი პოსტები

Back to top button