მნიშვნელოვანისიახლეები

სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

არა ახალ რუსულ კანონს! – ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს კანონპროექტის მიღების შემდეგ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დამორჩილებას არ აპირებენ ორგანიზატორების განცხადებით კი “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში დიქტატურის დამყარება სურს.

მათივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ჩაწერენ კანონში დეპუტატები, გაბრაზებული აქციის მონაწილეები მაინც გაშლიან კარვებს, დაამონტაჟებენ სცენას, მიკროფონსა და ხმის გამაძლიერებლებს.

“ქართული ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონში შესატანი ცვილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცეს.

ცნობისთვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი – 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მსგავსი პოსტები

Back to top button