მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“სამოქალაქო მოძრაობა” “ოცნების” დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა გახდა მიზეზი ალეკო ელისაშვილს დაეწყო კამპანია სახელწოდებით “ამხილე ფეოდალი მაჟორიტარები”. კამპანია კახეთიდან დაპირისპირებითა და ინციდენტით დაიწყო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩასულ ელისაშვილსა და მის მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” აქტივი დახვდა. “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი ნინო გოგოლაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს “ოცნების” დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამოქალაქო მოძრაობა მუხლის გადაკვალიფიცირებას და დეპუტატის დასჯას ითხოვს.

მოუსმინეთ რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button