“სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო” -ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს

“სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო” – იუწყება რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ერთ-ერთი ტელეგრამ არხი.
“ვორონეჟის ოლქში თავს დაესხნენ “ვაგნერის” ერთ-ერთ კოლონას. იყენებენ ავიაციასაც. სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო,”- წერს “ვაგნერის” ერთ-ერთი ტელეგრამ არხი.
ამასთან ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს.
“ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია М-4-ის ტრასას ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან”, – იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ-არხები.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერელები“ ვორონეჟის ოლქის გავლით მოსკოვისკენ დაიძრნენ. დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტი უახლოეს დროში შეიძლება გადაწყდეს, ბევრი რამ კი როსგვარდიის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.