მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სამოქალაქო ომს დავიწყებთ”

“არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, სამოქალაქო ომს დავიწყებთ.” – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ხათუნა ხოფერია “ალტ-ინფოსთან” საუბრობს.

„მე, ხათუნა ხოფერია, ვაძლევ პირობას, რომ ისინი მიიღებენ სამოქალაქო ომს. ამის პირობას ვაძლევ. შეგიძლიათ, ჩანაწერი გააკეთოთ.

“იმ დღეს, როდესაც ისინი მოვლენ კოალიციით მთავრობაში, მე, ხათუნა ხოფერია, ვპირდები, რომ ჩემს ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო ომი.

“ძალა, რომელიც ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს ემუქრება განადგურებით, გადაგვარებით, იმ დოგმების შემოტანით, რომელიც გააჩნიათ დღეს მათ მფარველებს, როდესაც ამდენი წელი ქართული ეკლესიის დამხობით გვემუქრებოდნენ, იყო ქართული ეკლესიის გახლეჩვის მცდელობა.

“თავზე გვაჯდნენ წარმოუდგენელი ვიღაც ბაია პატარაიები, საოცარი სიტყვები მოდიოდა იქიდან.

“თუ ამაზე უნდა გაიზარდოს ჩემი შთამომავლობა და ისინი დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე.” – განაცხადა ხოფერიამ.

ხათუნა ხოფერიას განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება.

„წარმოიდგინეთ რასთან და ვისთან, რანაირი მენტალიტეტის ადამიანებთან გვაქვს საქმე ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს.

“ძალაუფლების თუ გავლენების დაკარგვის შიშით აქ არ არის ქვეყნის თუ ადამიანის ბედზე საუბარი, აქ არის საუბარი პირდაპირ, რომ თვითონ თავისი შვილებით იყვნენ კომფორტულად და დანარჩენი წყალსაც წაუღია. სამოქალაქო ომს ჰპირდება ვის? ქართველს.

“ახლა მე მკითხე ქალბატონო ხოფერია, უბრალოდ შენ და შენნნაირები ამ მახინჯმა სისხლიანმა სისტემამ შექმნა რომელიც სასწრაფოდ დასანგრევია.

“შენ შენს გამო იბრძვი, ხალხის განადგურებული ბედი არ გაინტერესებს.

“პირადად მე რომ მძულდეს ქართველი, როგორც შენ და შენნაირებს, ალბათ 2017 წლის დეკემბერს უნდა დამეწყო სამოქალაქო ომი.

“მე ის ვარ მაჩალიკაშვილი, ზუსტად თქვენმა მახინჯმა სისტემამ სამყარო თავზე ჩამოამსხვრია და დედამიწა ჯოჯოხეთად აქცია. და შენ ქალბატონო არავის არაფერი დააკლო, ზუსტად კოალიციური მთავრობაც მოვა და შენ პირადად ოპოზიციაშიც აღმოჩნდები, შემდეგ რა ბედი გეწევა შენ და შენს დასაქცევ „ქართულ ოცნებას“, ღმერთმა იცის.” – წერს მაჩალიკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button