რეგიონი

“სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” ორგანიზებით ზუგდიდში აქცია გაიმართა

“სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” ორგანიზებით ზუგდიდში სკეიტ პარკში აქცია გაიმართა.

პარკში შეკრებილრბმა გააპროტესტეს ფრენების აღდგენა რუსეთთან და ყვარელში მიმდინარე მოვლენები.

აქცია ადგილობრივმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამართეს.

მათი თქმით, აქციები უნდა გაგრძელდეს პერმანენტულად და საზოგადოებამ პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, როგორც ეს მარტის აქციების დროს.

“მოვითხოვთ – სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი.საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ”.”,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button