მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში”

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება, რადგან შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული.

“რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button