მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სამთავრობო მედია” იყიდება

“სამთავრობო მედია”, რომელსაც ოპოზიცია ხშირად უწოდებს ტელეკომპანია “იმედს”, იყიდება.

კომპანია “მედია პროდაქშენ გრუპმა”, რომლის 100 პროცენტიანი წილი ინა გუდავაძეს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს ეკუთვნის, წილის გასხვისებაზე თანხმობა საქართველოს კომუნიკაციების კომისისგან დღევანდელ, 28 იანვრის სხდომაზე მიიღო.

“მედია პროდაქშენ გრუპი” 100-პროცენტიან წილს ფლობს “იმედში”, GDS -სა და “რადიო იმედში”. ჰოლდინგს ეკუთვნის ტელეკომპანია “მაესტროც”.

როგორც კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე ითქვა, მედიაჰოლდინგს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს, რომლის მფლობელებიც არიან ამერიკის მოქალაქეები: იგორ ალექსეევი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე და ბენჟამენ ალბერტ მარლსონი.

ბოლო კვლევების თანახმად, ჰოლდინგის 2 ტელეარხი “იმედი” და “ჯიდიესი” ლიდერ პოზიციებზე არიან.

ტელეკომპანია “იმედი” გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბდუნდა. სწორედ ამ პერიოდიდან სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიცია ტელეარხს “სამთავრობო მედიად” ხშირად კი “ბიძინა ივანიშვილის მედიად” მოიხსენიებს.

2016 წლის 27 დეკემბერს, მედიაჰოლდინგმა ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი შეიძინა და 2017 წლიდან “მაესტრო” იმედის ნაწილი გახდა. მოგვიანებით კი ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას ტელევიზია GDS-იც.

ირაკლი რუხაძე ამ დროის მონაცემებით “ტელეიმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.

რუხაძე წლების განმავლობაში ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების მმართველი იყო. იგი ბიძინა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდთან ერთად, „ჰაიდელბერგ ცემენტს“ ფლობს. არის ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც.

რუხაძის სახელს უკავშირდება ტელეკომპანია „იმედზე“ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ტოკ-შოუ „რეაქციის“ დახურვა.

.

მსგავსი პოსტები

Back to top button