სამთავრობო პროექტის პრეზენტაცია კახეთში
პრემიერმინისტრმა ახალი სამთავრობო პროექტი – “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის” კახეთში წარადგინა. პრემიერმა რეგიონში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ილაპარაკა.
ღარიბაშვილმა სეტყვის საწინააღმდეგო ახალ სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. პროექტში სახელმწიფომ 14 მილიონი ლარი გადაიხადა. დღესვე ღარიბაშვილმა ბოლო ორი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში ინვესტიციების მოცულობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მთელი საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 224 მილიონ ლარს.
პროექტის ფარგლებში კახეთში დაფინანსდა 34 ახალი საწარმო, რომლისთვისაც გაიცა 21 მილიონი ლარის სესხი. ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში მოხნულია 10 ათასი ჰექტარი მიწა.