მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
სამტრედიაში მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა
სამტრედიაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ცოლი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან ტაქსით მგზავრობის დროს მეუღლეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ცივი იარაღით, ხელის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა.
მამაკაცი უკვე დაკავებულია. პოლიციამ ნივთმთკიცებად გასაშლელი დანა ამოიღო. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.