“სამწუხაროდ, საარჩევნო სისტემა არ შეცვლილა”

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა დემოკრატიულია, თუმცა მისი შეცვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა, მოქმედი საარჩევნო სისტემა არ უქმნის პრობლემებს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების კონცეფციას.

“საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების მისაღწევას მუშაობა დაახლოებით ერთ-ნახევარი წლის წინ დავიწყე. მე შევძელი ყველა ოპოზიციური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციის, ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაციის კონსენსუსის მიღწევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო სისტემა. ეს საკითხი ორჯერ გახდა პარლამენტისადმი ჩემი მიმართვის ნაწილი. სამწუხაროდ, საარჩევნო სისტემა არ შეცვლილა. რა გავქვს ახლა? ჩვენ გვაქვს დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, მე ვერ ვიტყვი, რომ ის არ არის დემოკრატიული, ის არის დემოკრატიული. ჩვენი პარლამენტის წევრთა ნახევარი მაჟორიტარული, ნახევარი კი პროპორციული სისტემით ირჩევა. ეს უდაოდ დემოკრატიული პრინციპია. საქართველო იმართება დემოკრატიული საარჩევნო სისტემით. თუმცა ვფიქრობ, რომ სისტემის ცვილება და ყველა მოთამაშეს შორის შეთანხმების მიღწევა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს საბოლოოდ ასეც მოხდება. თუმცა ეს არ უქმნის პრობლემებს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების კონცეფციას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button