“სამურავმა” სანაპიროზე ხალხი გადაარჩინა [Photo/Video]

ავსტრალიელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა სიდნეის პლაჟის დამსვენებლები შოკში ჩააგდო. საქმე ისაა, რომ “X-ადამიანების” გმირმა – სამურავმა დაუფიქრებლად ოკეანეს მიაშურა, როცა მისი ვაჟი და სხვა ადამიანები იხრჩობოდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოცურავეებს ძლიერი ოკეანური დინება დაეწია და მათ ნაპირზე გასვლა ვერ მოახერხეს. რამდენიმე ადამიანმა დახრჩობა დაიწყო, მათ რიცხვში ჯეკმანის 15 წლის ვაჟიც იყო.

“X-ადამიანების” ვარსკვლავმა უცაბედად წყალს მიაშურა და მაშველებს ადამიანების ნაპირზე გამოყვანაში დახემარა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ პლაჟი ძლიერი დინების გამო დაიხურა.

გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, 47 წლის ჯეკმანი მომხდარით იმდენად იყო შეძრული, რომ პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32270″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button