მნიშვნელოვანისიახლეები

სამუშაო ადგილები გაიზარდა და რეკორდული ზრდა არის სამუშაო ადგილების _პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. ასევე ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. “ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი,” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბიზნეს სექტორში, მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

“რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საქსტატის ბოლო მონაცემები. იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი.

ბიზნესს მინდა კიდევ ერთხელ მივმართო. ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის – ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა, დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად.

ამას გარდა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა და რეკორდული ზრდა არის სამუშაო ადგილების. ბიზნეს სექტორში, მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა ამ მაჩვენებელმა,” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ბანკებზეც გაააკეგტა მკომენტარი ხდა განაცხადა რომ ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას – მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, –

როგორც პრემიერი განმარტავს, სიახლეა ისიც, რომ ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

„გადავწყვიტეთ და საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, კერძოდ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადზე, ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას.

ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მლრდ ლარი იქნება ბანკების მოგება წელს.

ამას გარდა, ჩვენი ინიციატივით, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვარაუდობთ 2024 წლიდან.

მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში.

ასევე, დამატებით სამი წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის“,- აღნიშნავს პრემიერი

მსგავსი პოსტები

Back to top button