საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში იმყოფება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ 19 სექტემბერს კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს “ღია მმართველობის პარტნიორობის” მაღალი დონის ფორუმში, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს “ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის” თავმჯდომარეობას.

ორგანიზაციას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო ერთი წლით უხელმძღვანელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 21 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი, სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე. ნიუ-იორკში ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს, გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებს, ანტონიუ გუტერეშს და ტომას გრემინგერს, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრს, პაველ ფილიპს და უზბეკეთის და ავღანეთის პრეზიდენტებს, შავკატ მირზოევს და აშრაფ ღანის.

მსგავსი პოსტები

Back to top button