სან-ფრანცისკოს აეროპორტს ახალი თანამშრომელი ჰყავს [Video]

სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში უჩვეულო თანამშრომელი გამოჩნდა – გოჭი ლილუ. მან ეგრეთ წოდებული “კუდიანთა ბრიგადის” რიგები შეავსო, სადაც ოცამდე ძაღლი მუშაობს, – გვაცნობებს USA Today.

სოციალურ ქსელებში ლილუს მრავალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. მას მოფერებით “პილოტს” უწოდებენ, ხოლო აეროპორტის ადმინისტრაციამ შესაბამისი უნიფორმაც გამოუყო.

“კუდიანთა ბრიგადის” ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მგზავრებს სტრესი მოუხსნან. უჩვეულო თანამშრომლებს საგანგებოდ შეკერილ ჟილეტებზე შესაბამისი წარწერაც აქვთ – “ხელი გადამისვი”.

გოჭის პატრონმა, ტატიანა დანილოვამ განაცხადა, რომ ლილუს დინგით მისალმება, უკანა ჩლიქებზე შედგომა და სათამაშო პიანინოზე დაკვრა შეუძლია.

screen-shot-2016-12-05-at-9-37-19-pm-749x563

მსგავსი პოსტები

Back to top button