სან-ფრანცისკოში რობოტიზებული კაფე გაიხსნა [Photo/Video]

სან-ფრანცისკოში რობოტიზებული ყავახანა Cafe X-ი გაიხსნა, სადაც კლიენტებს დაპროგრამებული ავტომატები ემსახურება, – გვაცნობებს პორტალი businessinsider.com.

კაფეში ყველა რობოტს საკუთარი ფუნქცია გააჩნია. მაგალითად რობოტ-ოფიციანტს სუფრის გაწყობა შეუძლია, ხოლო რობოტი-ბარისტა სტუმრებს 1 საათში 100 ჭიქა ყავით გაუმასპინძლდება.
ერთი შეხედვით, მომხმარებელი იფიქრებს, რომ კაფეს მომსახურე პერსონალი არ სჭირდება, მაგრამ მანქანების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა, მათი შეკეთება და ინჟინრების შენახვა იაფი არ ჯდება. მოდური ტენდენციის მიუხედავად, სარესტორნო ბიზნესის მფლობელები ძვირადღირებული აპარატის ყიდვისგან თავს იკავებენ და უპირატესობას ცოცხალ ოფიციანტებს ანიჭებენ.

[print_gllr id=52452]

მსგავსი პოსტები

Back to top button