ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

პედაგოგებისა და ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა დილის 10 საათზე მოხდა. თანამშრომლები ყვებიან, რომ მათ ყვირილის ხმა გაიგეს. მათივე განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც. ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი კლინიკაში სასწარაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა.

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკაში ასევე, იმყოფებიან ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები, თუმცა, კომენტარისგან თავს იკავებენ და მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

ბავშვის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. ამის შესახებ განცხადება, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს დეტალური კვლევა უტარდება და ანტიშოკურ მკურნალობას გადის.
ექიმები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს მოტეხილობები არ აღენიშნება. ექიმის ინფორმაციით, დაზიანებული აქვს ფილტვი. ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button