მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ!”-ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე პროკურატურასთან აქციის გამართვას აანონსებს . მოძრაობა „დროას“ ლიდერი მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ! დღეს 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე”, – წერს ხოშტარია.

ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებები სახალხო დამცველმა გააკეთა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button