სანდრა რულოვსი შესაძლოა პარლამენტში ვიხილოთ

სანდრა ელისაბედ რულოვსი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე,შესაძლოა პარლამენტარი გახდეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეორე ნომერს, რომელიც ზუგდიდში მაჟორიტარობისთვის იბრძოდა ამავე პარტიიდან, შესაძლოა პროპორციული სიით პარლამენტში შევიდეს და 27 მანდატინად ერთ-ერთი ერგოს.

იგი ნაციონალური მოძრაობის ოფისში კონსულტაციებს მართავს.სანდრა რულოვსი პარტიის ლიდერებს ხვდება. მისი გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან ნაციონალური მოძრაოპბის სხვა წევრები არ საუბრობენ.

რულოვსმა 23 ოქტომბერს საკუთარი კანდიდატურა არჩევნების მეორე ტურზე მოხსნა და განაცხადა, რომ შეურაცხყოფად თვლიდა მეორე ტურში მონაწილეობას.

„ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში მონაწილეობას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე.  მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში — ეს ჩემი ვალდებულებაა”, — განაცხადა რულოვსმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button