სპორტ-ნიუსისპორტი
სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგი განაახლა.
მსოფლიო თასის მფლობელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა
თბილისში გამართულ მსოფლიო თასის ფინალში ბაზაძემ რუსი კამილ იბრაგიმოვი ანგარიშით 15:8 დაამარცხა.
ამ დრომდე მას აქტივში ისედაც ქონდა ვერცხლი და ბრინჯაო,რამდენიმე დღის წინ კი კოლექციას ოქროს მედალი შემატა.
ქართველმა მოფარიკავემ კარიერაში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა.ამ ეტაპისთვის ბაზაძე რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს მის წინ მხოლიდ სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი და უნგრელი არონ შილაგი არიან.