რეგიონისაქართველოსიახლეები
სანდრო ბრეგაძემ დავით გარეჯში ქვები დაკოცნა
ულტრანაციონალისტური პარტია “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ დავით გარეჯში ქვები დაკოცნა.
ამის ამსახველი ვიდეო ბრეგაძის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
“ცრემლები მომდის… ვეღარაფერს ვეღარ ვამბობ.
“ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ამ ქვებს ვაკოცო.
“ამ ქვებს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვაკოცოთ. ამ ქვებს უნდა მოვეფეროთ.
“იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, ეს არის საქართველო და ვერავინ, ვერასდროს წაიღებს ვერც ამ ქვას, ვერც ამ მიწას, ვერც ამ ხეს.” – ამბობს სანდრო ბრეგაძე.
https://www.facebook.com/100000466166811/videos/4873455772679913/