სანდრო მამუკელაშვილი NBA- ს კლუბმა მიიწვია
სანდრო მამუკელაშვილი „შარლოტ ჰორნეტსმა“ მიიწვია და ქართველმა კალათბურთელმა კლუბთან ერთად ივარჯიშა. სავარაუდოდ, ეს გუნდი სერიოზულად არის დაინტერესებული მამუკელაშვილის აყვანაზე და მასზე დაკვირვებას უფრო ახლო ხედით ახორციელებს.
პირველად, მამუკელაშვილი დრაფტზე 2020 წელს დადგა, თუმცა მის დაწყებამდე მოხსნა კანდიდატურა და ისევ „სეტონ ჰოლში“ დაბრუნდა. ეს იყო ერთერთი მომგებიანი სვლა მისი მხრიდან, რადგან გასული სეზონი მამუკელაშვილისთვის კარიერაში საუკეთესო გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს ნიუ-იორკში, ბრუკლინის ბარკლაის ცენტრში NBA- ს მორიგი დრაფტი უნდა გაიმართოს, სადაც იმ 60 კალათბურთელს შეარჩევენ, რომლებიც მომავალ სეზონში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშებენ.
დრაფტზე 2 ქართველი კალათბურთელი გამოვა: სანდრო მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლიდან“ და გიორგი ბეჟანიშვილი „ილინოისიდან“.