სიახლეებისპორტი

სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ივნისში გასმართი 2 ამხანაგური შეხვედრის წინ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

დასახელებული ფეხბურთელები მომავალი ორშაბთიდან 31 მაისის ჩათვლით თბილისში შეიკრიბებიან და საწვრთნელ შეკრებას გაივლიან.

სანიოლმა ნაკრებში ერთი დებიუტანტი გამოიძახა.ის 22 წლის სერგო კუხიანიძეა, რომელიც წყალტუბოს სამგურალში თამაშობს და სეზონზე 5 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება დანაკლისს, _ სამწუხაროდ გუნდს კაპიტანი, ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები 2 ივნისს რუმინეთს, ხოლო 6 ოვნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button