მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 13 იანვარს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხრავე სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

„შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეწყალების საკითხზე დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button