სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის გენერალური პროკურატურა ტერაქტს უწოდებს სანქტ-პეტერბურგის მეტროს სადგურ „სენნაიას მოედანზე“ მომხდარ აფეთქებას, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანი შეეწირა. ამის თაობაზე რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ალექსანდრ კურენნოიმ. მანამდე სავარაუდო ტერტორისტულ ვერსიაზე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ თანახმად, ვლადიმირ პუტინმა, კერძოდ, სავარაუდო ვერსიებად დაასახელა ტერორიზმი, საყოფაცხოვრებო და კრიმინალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.

„მინდა ძალიან გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვთქვა დაღუპულთა და დაზარალებულთა ახლობლების მისამართით. უკვე ვესაუბრე სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს. სამართალდამცველები და სპეცსამსახურები მუშაობენ, და გააკეთებენ ყველაფერს, რათა გამოავლინონ მომხდარის მიზეზები და ამომწურავად შეაფასონ ის, რაც მოხდა,“ – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც კრემლში 3 აპრილს მიიღო ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული პირველადი ცნობების თანახმად, მეტროს სადგურ “სენნაიას მოედანზე” დაუდგენელი ნივთი, სავარაუდოდ, მატარებლის ვაგონში აფეთქდა. აფეთქების შედეგად, ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ხოლო სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენმა მუშაობა სრულად შეწყვიტა.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button