სანქტ-პეტერბურგში ვაშლების გამო ჭყლეტა მოხდა [Video]

სანქტ-პეტერბურგში, ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილი უფასო ვაშლების დარიგების დროს, აყალმაყალი ატყდა. როგორც «Комсомольская правда» იუწყება, მორწმუნეებმა 2 ტონა ნაყოფი დაიტაცეს.

როგორც ცნობილია, რუსეთში, ორი კვირის განმავლობაში, 550 ტონა სანქცირებული პროდუქტი განადგურდა.

შეგახსენებთ: 29 ივლისს,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელ მოაწერა ბრძნებას, რომლის თანახმად, 6 აგვისტოდან ყველა პროდუქცია, რომელიც ემბარგოს ექვემდებარება და იმ ქვეყნებიდან შედის, რომლებმაც რუსეთს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ სანქციები დაუწესა, პირდაპირ საზღვარზე უნდა განადგურდეს.

იდეის ავტორი,რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი -ალექსანდრე ტკაჩოვი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button