მნიშვნელოვანისიახლეები

“სანქციები არ მუშაობს”-ღარიბაშვილი

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომს რუსეთი ჯერ თბილისში დაიწყებდა, შემდეგ კიევში-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი განცხადება უკრაინის ომზე – ღარიბაშვილი ამბობს, რომ “სანქციები ეფექტურად არ მუშაობს”.

დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ყველაზე დიდ ქვეყანაში ევროპის და უკრაინიის დედაქალაქი იბომბება. და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის, ვთქვათ პირაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს, ომობს უკრაინის ჯარი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლევბის ლანძღვას დაუთმო და თქვა, რომ “დესტრუქციულ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი”.

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომს რუსეთი ჯერ თბილისში დაიწყებდა, შემდეგ კიევში. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საკუთარი განცხადების გასამართლებლად წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.

ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ “ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს, რომ გამოხატოს მაქსიმალური მხარდაჭერა – პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა უკრაინელი ძმების და დების მიმართ”.

პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად.

ღარიბაშვილის აზრით, “დესტრუქციულ და მარგინალურ” ოპოზიციას უნდა 2008 წლის ომი განმეორდეს.

ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს. მან სწორედ ამით და ქართველი ხალხის ინტერესებით ახსნა, რის გამოც არ უერთდება საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინასთან ომის დროს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე

სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესებს ეძებენ და ხედავენ

მისივე თქმით, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და მათ შეცდომაში შეყვანას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი მიზანია, რომ საქართველოში განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს.

ღარიბაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button