მსოფლიოსიახლეები

სანქციები, იარაღზე დაწესებული ემბარგოს დარღვევისთვის

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან, სანქციები დაუწესონ მათ, ვინც ლიბიისთვის იარაღის მიწოდებაზე გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს დაარღვევს. “ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ შესაძლო სანქციების გამოყენება, თუკი გაგრძელდება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ემბარგოს დარღვევა.” – წერენ სამი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელები თავიანთ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 18 ივლისს გაავრცელეს. თუმცა, მათ არ დაუსახელებიათ არც ერთი ქვეყანა ან სუბიექტი, რომელიც შესაძლოა, ამ ზომის სამიზნე იყოს.

შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ლიბიის ყველა მხარეს, ისევე, როგორც მათ საერთაშორისო მხარდამჭერებს, დაასრულონ საბრძოლო მოქმედებები და იარაღის შეძენა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბრიუსელის სამიტის მსვლელობისას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, საგრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მიერ მომზადდა.

ლიბია 2011 წლის შემდეგ, სამოქალაქო ომის გამოა გახლეჩილი, როცა სახალხო ამბოხებამ, რომელსაც ნატო უჭერდა მხარს, ჩამოაგდო და მოკლა ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყნის მრავალწლიანი დიქტატორი, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი.

ახლა ბრძოლა მიმდინარეობს ორ ძალას შორის. ერთ მხარესაა მეამბოხე სარდალი ხალიფა ჰაფთარი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ თვითმარქვია ლიბიურ ეროვნულ არმიას ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე მხარეს, – საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ტრიპოლიშია დაფუძნებული. საფრანგეთმა თურქეთი იარაღზე დაწესებული ემბარგოს დარღვევაში რამდენჯერმე დაადანაშაულა.

თურქეთმა ეროვნული თანხმობის მთავრობას უჭერს მხარს. ყატარმა და იტალიამაც დაუჭირეს მხარი ტრიპოლიში განთავსებულ მთავრობას. ეგვიპტე, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები კი, ჰაფთარს უმაგრებენ ზურგს.

მსგავსი პოსტები

Back to top button