მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ

უკრაინის მთავრობამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა რომლის სათავეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები მოხვდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოდიოზური ადამიანების სიის სათავეში, რომლებიც მკაცრი შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები არიან“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი განმარტებით, მთავრობამ მხარი დაუჭირა რეინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივას და დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი.
შეზღუდვები ეხება 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს
„ეს ეხება 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს. წინადადებები ხელისუფლებამ ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის სახელით წარმოადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სხვა კომპანიებზე, ასევე რუსეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების ჩინოვნიკებზე. შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ ის პირები და ფირმები, რომლებმაც ხელი შეუწყეს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რომელთა დახმარებითაც რუსეთი ცდილობდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

მსგავსი პოსტები

Back to top button