მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სანქციების გამკაცრება შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს საფუძველი გახდეს

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების საკითხს საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად „ქართულ ოცნებასთან“განიხილავს.

ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.
აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს საფუძველი გახდეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადოს. პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ კანონი ანტიდემოკრატიულია.

გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვეტოს ჯერ უცნობია. ზურაბიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე ხელმოწერისთვის ვადა კიდევ ერთი კვირა აქვს.

პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

მსგავსი პოსტები

Back to top button