მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“სანქციების გამკაცრებას ვეტო უნდა დაედოს”- იაგო ხვიჩია

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაედოს, ამის შესახებ „გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს.
“პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
მას, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს და მასპინძელს, ამის მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც”, – წერს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
ცვლილების მიღებას უარყოფითი შეფასებები მოყვა არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. სანქციების გამკაცრება გააკრიტიკა ამერიკის საელჩომაც.
წაიკითხეთ ასევე: