მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციების მერვე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას. დოკუმენტის საბოლოო ვერსია შეიძლება უკვე 5 ოქტომბერს შეთანხმდეს. ამის შესახებ იტყობინებიან ჟურნალი Politico შვიდ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით და BBC-ის კორესპონდენტი – რამდენიმე ანონიმი წყაროს მიხედვით.
უახლეს პაკეტში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებაა.
ამ ნაბიჯით იკრძალება რუსული ნავთობის კონკრეტული ფაზის ზემოთ ტრანსპორტირება ევროკავშირის მიღმა არსებულ ქვეყნებში.

ჟურნალისტების ცნობებით, მერვე პაკეტის ფარგლებში შეთანხმდება ფასების ზედა ზღვრის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები. გარდა ამისა, შეზღუდვებს შემოიღებენ რუსეთის ფოლადის მრეწველობის წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელია, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიების მმართველი ორგანოების წევრობა.

მანამდე დეკლარაცია, რომელშიც ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, შეიზღუდოს რუსეთის ნავთობის შესყიდვის ფასების ზღვარი, მიიღეს „დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა: გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და იტალიამ. ბარელ ნავთობზე ფასების ზღვრები მოგვიანებით გამოცხადდება. თავად გადაწყვეტილება 5 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ფასის ჭერის დაწესებით რუსეთს, როგორც ენერგომიმწოდებელს არ შეეძლება კონკრეტული მოცულობის ნავთობში მომხმარებელს დაწესებულზე მაღალი თანხა გადაახდევინოს.

„პაკეტი მოიცავს: მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის დაწესებული ზღვარზე მაღალ ფასად საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვას და მასთან დაკავშირებული სერვისებზე შეზღუდვებს“ – ტვიტერზე წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა.
ჩეხეთის ცნობით, სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს რუსულ პროდუქციაზე, მათ შორის თამბაქოზე, ფოლადის პროდუქტებზე, ქაღალდზე, სამანქანო დანადგარებზე შეზღუდვების გაფართოებას.

ასევე აიკრძალება IT, საინჟინრო და სამართლებრივი მომსახურებების მიწოდება რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებისთვის.

ჩეხეთის ცნობით, ევროკავშირის სანქციები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეჟიმებზეც გავრცელდება.

იმისთვის, რომ პაკეტი ძალაში შევიდეს საჭიროა მისი საბოლოო დასტური. თუ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ იქნება პაკეტის მიღების წინააღმდეგი, ის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება და ამ დღესვე ძალაში შევა.

რუსულ ნავთობზე ფასის ჭერს სექტემბერში მხარი დიდი შვიდეულის – მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებმაც დაუჭირეს.

ამ შეზღუდვების დაწესებით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთი ნავთობს საზღვარგარეთ მსხვილ მომხმარებლებს, როგორიც მაგალითად ინდოეთია ნაკლებ ფასად მიჰყიდის და საბოლოოდ რუსეთს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდება. ამ ფინანსებს კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში იყენებს.
მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ივაჭრებს ნავთობით, თუკი ფასები მისთვის მომგებიანი არ იქნება. თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ნავთობის ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში. მოსკოვი ამ ქვეყნებში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი გახდა. როგორც იტყობინებიან, ექსპორტი მნიშვნელოვანი შეღავათებით წარმოებს მსოფლიო ბაზრების ფასებთან შედარებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არასდროს მიიღებენ პუტინის “მოჩვენებით რეფერენდუმებს” და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში.

“მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ სწრაფად და გადამწყვეტად ვიმოქმედეთ”, – წერს ლაიენი Twitter-ზე.

ახალი სანქციების ფარგლებში რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდება. ამ ნაბიჯით იკრძალება რუსული ნავთობის კონკრეტული ფაზის ზემოთ ტრანსპორტირება ევროკავშირის მიღმა არსებულ ქვეყნებში.

ფასის ჭერის დაწესებით რუსეთს, როგორც ენერგომიმწოდებელს, არ შეეძლება კონკრეტული მოცულობის ნავთობში მომხმარებელს დაწესებულზე მაღალი თანხა გადაახდევინოს.

„პაკეტი მოიცავს: მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის დაწესებული ზღვარზე მაღალ ფასად საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვას და მასთან დაკავშირებული სერვისებზე შეზღუდვებს“ – ტვიტერზე წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა.

ჩეხეთის ცნობით, სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს რუსულ პროდუქციაზე, მათ შორის თამბაქოზე, ფოლადის პროდუქტებზე, ქაღალდზე, სამანქანო დანადგარებზე შეზღუდვების გაფართოებას.

ასევე აიკრძალება IT, საინჟინრო და სამართლებრივი მომსახურებების მიწოდება რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებისთვის.

ჩეხეთის ცნობით, ევროკავშირის სანქციები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეჟიმებზეც გავრცელდება.

იმისთვის, რომ პაკეტი ძალაში შევიდეს საჭიროა მისი საბოლოო დასტური. თუ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ იქნება პაკეტის მიღების წინააღმდეგი, ის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება და ამ დღესვე ძალაში შევა.

რუსულ ნავთობზე ფასის ჭერს სექტემბერში მხარი დიდი შვიდეულის – მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებმაც დაუჭირეს.

ამ შეზღუდვების დაწესებით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთი ნავთობს საზღვარგარეთ მსხვილ მომხმარებლებს, როგორიც მაგალითად ინდოეთია ნაკლებ ფასად მიჰყიდის და საბოლოოდ რუსეთს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდება. ამ ფინანსებს კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში იყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button