მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციების მეშვიდე პაკეტი შესაძლოა რუსულ ოქროს შეეხოს

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის შემუშავებას შესაძლოა მათი ახალი სამიზნე რუსული ოქრო აღმოჩნდეს – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების დოკუმენტის პროექტში, ოქრო იმ აქტივებს შორისაა, რომელიც შესაძლოა, სამიზნე იყოს სანქციების მომდევნო რაუნდში.

ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა 23-24 ივნისს გაიმართება ბრიუსელში. სამიტის პროექტის თანახმად, რომელსაც გაეცნო Reuters-ი, შეხვედრის მონაწილეები განაცხადებენ, რომ „გაგრძელდება სანქციებზე მუშაობა, მათ შორის მათი გაძლიერება და გვერდის ავლის თავიდან აცილება“.

დიპლომატების თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დაახლოებით ერთ მესამედს სურს, რომ ევროკომისიამ დაიწყოს სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა. ამასთან, გერმანია და ნიდერლანდი გამოდიან წინადადებით, ყურადღება დაეთმოს უკვე არსებულ ზომებს.

ამჟამად გრძელდება მუშაობა იმ სექტორების განსაზღვრაზე, რომელთა მიმართაც შეიძლება იქნეს შემოღებული სანქციები. მათ შორისაა ოქრო. სანქციების პაკეტში მისი შეტანის წინადადებით გამოვიდა დანია, იტყობინება ევროკავშირში დანიის ელჩის პრესმდივანი. Reuters-ის წყაროების თანახმად, ევროკომისია მართლა განიხილავს ოქროზე სანქციების დადების შესაძლებლობას, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეზღუდვები შეეხება ექსპორტს, იმპორტსა თუ ერთსაც და მეორესაც.

ოქრო რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის აქტივია. ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი – დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი – გაიყინა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად, რომლებიც რუსეთს დაუწესეს 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთსა და ბელარუსს სანქციების ექვსი პაკეტი დაუწესა. მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს ნაწილობრივ ემბარგოს რუსეთის ნავთობზე. ის ივნისის დამდეგს დაამტკიცეს.

ასევე მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ სამიტზე ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს. 17 ივნისს ევროკომისიამ შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს. ევროკომისიამ ამავე დროს გასცა რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსის მიღების პირობა მიეცეს საქართველოსაც, თუკი ის ექვსი თვის ვადაში შეასრულებს მისთვის ბრიუსელის მიერ წაყენებულ პირობებს.
24 თებერვალს, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო სანქციების ექვსი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რამდენიმე სექტორი, მათ შორის გაზი, ძირითადად ხელუხლებელი რჩება, რადგან ევროკავშირის მთავრობები თავს არიდებენ ამ ზომებს, რომლებმაც შეიძლება უფრო მეტად დააზიანოს საკუთარი ეკონომიკა, ვიდრე რუსეთის. ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა 23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. სამიტის პროექტის თანახმად, „გაგრძელდება სანქციებზე მუშაობა, მათ შორის მათი გაძლიერება და გვერდის ავლის თავიდან აცილება“

ოქრო გადამწყვეტი აქტივია რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, რომელსაც დასავლური სანქციების გამო საზღვარგარეთ არსებულ ზოგიერთ აქტივზე წვდომა შეეზღუდა.გამოცემის ცნობით, გასულ კვირას ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზე ევროკავშირში დანიის ელჩის წარმომადგენელმა თქვა, რომ შემდგომი სანქციები შეიძლება, მოიცავდეს ოქროს.

ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, დააჩქარონ უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსება და გაითვალისწინებენ 9 მილიარდ ევრომდე ახალ გადაუდებელი დახმარების ფონდს, რომელსაც კომისია უახლოეს მომავალში წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button