მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციების მიუხედავად რუსეთი კიდევ ერთი წლით დააფინანსებს ომს

რუსეთს შეიარაღებული ძალების დეფიციტი ხელს შეუშლის სრული კონტროლის დამყარებაში უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

რუსეთის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, “როსგვარდიის”, პერსონალის დეფიციტი ხელს შეუშლის რუსეთს სრული კონტროლის დამყარებაში უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – აღნიშნულია სოციალურ მედიაში გაჟონილ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტში
2023 წლის თებერვლის ბოლოს დათარიღებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ 2022 წლის აგვისტოში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მინიმუმ 27,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო გადასროლილი. მას შემდეგ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ჯარებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. გაჟონილ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ მიიღო მრავალი დამატებითი დავალება იმისთვის, რომ ფრონტის ხაზს მიღმა დაეკავებინა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, რამაც პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დეფიციტი კიდევ უფრო გაზარდა.

რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარები („როსგვარდია“) 2016 წელს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბაზაზე. 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის გვარდიის რიგებში 340 ათასი თანამშრომელი იყო.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ამ სტრუქტურის სპეცდანიშნულების („ომონის“) დანაყოფებმა, რომელთა დახმარებით იგეგმებოდა წესრიგის დაცვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს კიევისა და ხარკოვის მახლობლად.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი დანაკარგებზე საჯაროდ არ საუბრობს.

რუსეთის ხელისუფლება მწირ ინფორმაციას ასაჯაროებს თავის დანაკარგებზე უკრაინაში – 2022 წლის სექტემბერში მან 5,937 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა. დასავლეთის მონაცემებით რუსეთის მთლიანი დანაკარგები – ანუ დაღუპულები და დაჭრილები – დაახლოებით 200 000 ადამიანს უტოლდება.
რუსული ჯარის დიდი დანაკარგებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს აქვს საკმარისი საშუალებები ომის სულ მცირე, კიდევ ერთი წლით დასაფინანსებლად. ამერიკული დაზვერვის ამ შეფასების ამსახველი დოკუმენტი იყო პენტაგონის საიდუმლო მასალებს შორის, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში გაჟონა.

გრიფით საიდუმლო დოკუმენტის შესახებ ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერს. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სანქციებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლასთან გასამკლავებლად სულ უფრო მეტად ეყრდნობა კორპორაციული გადასახადების მატებას, სტაბილიზაციის ფონდს, იმპორტის გაზრდას და ახალ პირობებთან ბიზნესის ადაპტირებას.

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნესელიტაში ყველა არ იზიარებს უკრაინის მიმართ კრემლის კურსს და საერთაშორისო სანქციების გამო ზარალს განიცდიან, პუტინის მხარდაჭერაზე უარს ვერ იტყვიან. ამასთან, Washington Post-ს მოჰყავს ექსპერტთა შეფასებები, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ეფექტიანობა განისაზღვრება ფაქტორების გაცილებით რთული ერთობლიობით, ვიდრე დაზვერვის ანგარიშშია მოყვანილი. მათ შორის, დოკუმენტი არ მოიცავს სანქციების ბოლო პაკეტების ეფექტიანობის და რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების პოტენციური შედეგების შეფასებას.პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საჯარო სივრცეში გაჟონვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს დააკავა ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button