მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქცირებული რუსების წინააღმდეგ გაერთიანებულ სახელმწიფოებს 50 პირის სია გადაეცა

პირველი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომლის მიზანია დასავლეთში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსი ოლიგარქების აქტივების მოძიება და დაპატიმრება. საუბარია მათზე, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შექმნილ ჯგუფში გაერთიანებული არიან აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების და ევროკომისიის წარმომადგენლები. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯენეტ იელენმა და გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა საერთაშორისო ჯგუფის წევრებთან ვირტუალური შეხვედრა 16 მარტს გამართეს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მხოლოდ ბოლო სამ კვირაში, უცხოელი პარტნიორებისთვის ამერიკელი სამართალდამცავების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულია სანქციების ქვეშ მყოფი, რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების რამდენიმე გემი. მათი საერთო ღირებულება ასეულობით მილიონი დოლარია.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გაგრძელდება მოქმედება მათ წინააღმდეგ, ვინც დანაშაულებრივი ქმედებებით რუსეთის მთავრობას ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ამერიკულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებს გადასცა სია 50 პირისა, რომლებზეც ყურადღება უნდა იყოს კონცენტრირებული.

ამ სიიდან 28 პირის ვინაობა საჯაროდაც გამოქვეყნდა. მათ შორის არიან:

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და მისი პრესმდივანი პესკოვი,

საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ლავროვი და შოიგუ,

უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი,

გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი,

საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ნარიშკინი

უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი

მილიარდერი ოლიგარქები დერიპასკა

კერიმოვი

ვექსელბერგი

ტიმჩენკო

უსმანოვი

როტენბერგი

მილერი

სეჩინი და სხვები. სიაშია პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული პრიგოჟინიც, რომელიც მიჩნეულია რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მფლობელადაც.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსული ელიტისა და ოლიგარქების აქტივების აღმოსაჩენად და დასაყადაღებლად საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა.

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, ჯგუფში შედიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ევროკომისია.

სამუშაო ჯგუფის წევრებს ასევე გადაეცათ 50-კაციანი სია, რომლებზეც გამოძიების ფარგლებში ფოკუსირებას მოახდენენ.

“მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ უცხოელი პარტნიორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა რამდენიმე გემის დაკავებას, რომლებსაც აკონტროლებენ სანქცირებული ფიზიკური პირები და სუბიექტები”, – თქვა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ჩამორთმეული გემები ასობით მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button