სანტას კოსტუმებში გამოწყობილმა პინგვინებმა სოცქსელებში აურზაური გამოიწვიეს [Photo/Video]

„პლანეტის ყველაზე საყვარელი სანტები“ – ასეთი დასახელება მისცეს ვიდეორგოლს, რომელიც წელს YouTube-არხზე გავრცელდა, 5 მილიონზე მეტი ნახვა და უამრავი ლაიქი დააგროვა.

მაგრამ საშობაო რგოლი ზოგიერთ მომხმარებელს არ მოეწონა. მაგალითად ცხოველთა დამცველებმა მიიჩნიეს, რომ ამგვარი ქმედება პინგვინების მასხრად აგდებაა და ზოოპარკის თანამშრომლები სამსახურიდან უნდა დაითხოვონ.
როგორც გაირკვა, პატარა „სანტები“ იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე Matsue Vogel Park-ში ბინადრობენ და ყოველწლიურად საშობაოდ მნახველებს ართობენ.
აღსანიშნავია, რომ პინგვინების სანტა კლაუსის სამოსში გამოწყობის აკრძალვას მსოფლიოში არცერთი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

penguinswearingsantaclauscostumeattractjqo7sw1iarml

მსგავსი პოსტები

Back to top button