მსოფლიოსიახლეები

ვიეტნამმა 5 ევროპულ ქვეყანას 550 ათასი პირბადე აჩუქა

კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, ვიეტნამმა 5 ევროპულ ქვეყანას 550 ათასი პირბადე აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიეტნამში დამზადებულ პირბადეებს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი მიიღებენ.

მათივე ცნობით, ვიეტნამი თვეში 5 მილიონი პირბადის გამოშვებას გეგმავს. პანდემიის პირობებში ვიეტნამი ჩინეთსა და კამბოჯასაც დაეხმარა.

ბოლო მონაცემებით, ვიეტნამში კორონავირუსით ინფიცირების 249 შემთხვევაა დადასტურებული და მათგან გარდაცვალების არც ერთი ფაქტი ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 123 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button