მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საოკუპაციო ძალა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე კვლავ ცინიკურ პოზიციას აფიქსირებს

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 26 მაისს გაიმართება

ერგნეთში რამდენიმე საათს გაგრძელდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული 118-ე შეხვედრა. ქართული მხარე აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან ცინიკური პოზიცია მოისმინა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე.
სოფელ კირბალში, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი მკვლელობა ერგნეთის შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა დღეს ისვე სამხედრო განაწესის დაცვით ახსნეს.
„ეს პოზიცია არის უკიდურესად ცინიკური. ვისმენთ იმას, რომ ეს ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით”, – უთხრა მედიას შეხვედრის შემდეგ ირაკლი ანთაძემ, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე, 3 უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ანთაძის თქმით, ოკუპანტების დამოკიდებულება ამ საკითხზეც ანალოგიურია:

საუბრის თემა იყო საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე, თუმცა არც ამ საკითხზე მიღებულა რაიმე გადაწყვეტილება.

შეხვედრაზე განხილვის თემა იყო უკანონო “ბორდერიზაცია”. „ამაზეც საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი: ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ ნეგატიური, უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება ერთი გარემოება, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას, არამედ, პირველ რიგში, ეს გახლავთ თანამდევი პროცესის წინამორბედი, რაც გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას. ამის თვალნათელი მაგალითია საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ახლაც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ანთაძემ.

სუსის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა არის ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობო გათავისუფლება. „უკანონოდ დაკავებულთა უმრავლესობას სხვადასხვა დროს აქვს შეფარდებული 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ერთი მათგანის საქმე არის დაბრუნებული ხელახალი ე.წ. გამოძიების მიზნით. ლაშა ხეთერელს კი მისჯილი აქვს პატიმრობა, წელიწადი და სამი თვე”, – თქვა მან.

დისკუსიის ნაწილი იყო საგაზაფხულო სამუშაოები, რომლებიც განიხილება თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში. ქართული მხარე პირველ ეტაპზე მოითხოვს ე.წ. გადასასვლელების გახსნის ხანგრძლივობის გაზრდას.

„თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში, გვიახლოვდება აღდგომის დღესასწაული, რა დროსაც არანაკლებ აქტუალურია ხოლმე უკანონო დაკავებების პრობლემა; ისევე, როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს. ამაზე კონსულტაციები გრძელდება და შენარჩუნდება პერმანენტული კავშირი, მათ შორის, ცხელი ხაზის მეშვეობით”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები სოფელ ჩორჩანაში მდებარე ქართული პოლიციის სტანდარტულ საგუშაგოზე. „სამწუხაროდ, მათი არგუმენტები დაცლილია პრაქტიკული და ლოგიკური შინაარსისგან”, – შენიშნა ანთაძემ.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დღეს გამართულ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხზეც. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

“საგაზაფხულო სამუშაოები არის ჩვენი დისკუსიების ის ნაწილი, რომელიც განიხილება თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში და თავისუფალ გადაადგილებას მიეძღვნა დღევანდელ შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია, როგორც, უშუალოდ, თავისუფალი გადაადგილების კუთხით, ასევე ე.წ. გადასასვლელებზე, საწყის ეტაპზე, როგორც მინიმუმ, არსებული პერიოდის გაფართოების მიმართულებით. თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რა დროსაც არანაკლებ აქტუალურია ხოლმე უკანონო დაკავებების პრობლემა, ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს. ამაზე კონსულტაციები გრძელდება და ამ საკითხზე ვიქნებით პერმანენტულ კონტაქტზე “ცხელი ხაზის“ მეშვეობითაც“, – განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხზე გამართული დისკუსიისას, შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა კვლავ დააყენეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი.

“დისკუსიის დროს, შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა გააჟღერეს საკუთარი პოზიცია ჩორჩანასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ სოფელ ჩორჩანაში არსებულ ქართული პოლიციის სტანდარტულ საგუშაგოს. სამწუხაროდ, მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დაცლილია ყოველგვარი ფაქტობრივი და ლოგიკური შინაარსისგან და მათ კიდევ ერთხელ განემარტათ ამ პოსტის აღმართვის წინაპირობები – ეს ლოკაცია, ისევე, როგორც ფრონეს ხეობა, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წყნარი ადგილი და 2019 წელს, საოკუპაციო ძალების დესტრუქციულმა აქტიურობამ გამოიწვია აუცილებლობა, რომ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განთავსებულიყო პოლიციის სტანდარტული საგუშაგო, სადაც დგანან პოლიციელები ჩვეულებრივი საპოლიციო აღჭურვილობით, იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი იქ ყოფნა არ შეიცავს არავითარ საფრთხეს არავისთვის, მათ აქვთ კონკრეტული ამოცანა – დაიცვან წესრიგი და უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
IPRM-ის მორიგი შეხვედრა 16 მაისს დაინიშნა.

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავების მცდელობისას 58 წლის თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს, მასთან ერთად მყოფი 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და სამ დღეში გაათავისუფლეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა 2023 წლის 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button