მნიშვნელოვანისიახლეები

საოკუპაციო ხაზის 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია ჩვენ კი არა აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე-გომელაური

სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება

არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ, – ასე უპასუხა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას, თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, „ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“.
„ქალბატონო ნატო, არ ვიცი, თქვენ ვინ მოგახსენათ, არ მიმდინარეობს პატრულირება და არ მუშაობენ ადამიანები. მიმდინარეობს პატრულირება და ბევრი რაღაც კეთდება. ღიად ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, რა კეთდება და როგორ კეთდება. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზია…
დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გავაკეთოთ… მაშინ, შსს 40 000 კი არა, 100 000 თუ გავხდებით კი, ბატონო, მერე გავაკეთებთ, თუმცა ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მარტო აშშ კი არა ყველა, ბევრი, ევროპული და მათ შორის აზიური ქვეყნებიც. 100%-იანი დაკეტვა მე მგონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია. გადაკეტილი აქვთ მთელი საზღვრები. მეტს, მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ საზღვრები 100%-ით დახურული აქვს, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზი, სადაც ჩვენი მოქალაქეებიდან ზოგი იქით გადადის, ზოგს ნათესავი ჰყავს, ზოგი სასაფლაოზე გადადის, სამწუხაროდ, არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით, გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით“, – განაცხადა გომელაურმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, 10 წელია ხელმძღვანელი პირია, 2 წელი კი შს მინისტრის მოადგილე იყო და იმ დროს ამ მიმართულებას თავად კურირებდა.
„ძალიან ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც, არა მარტო ქართველებთან. ამის გამოსავალი – იცით, რა, ეს გააკეთეთ და მორჩა, 100%-ით გადახურული იქნება… არ ვიცი, ვერავინ გვეუბნება და თქვენ თუ გვეტყვით, მადლობელი ვიქნებით. მესმის, რომ შეიძლება უფრო მეტი შევძლოთ, მეტი გავაკეთოთ. თუმცა, იმ გარდაცვალების შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ“, – განაცხადა გომელაურმა.
იმ გარდაცვალების [თამაზ გინტურის] შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ, – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას, თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან.
შს მინისტრმა,რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, აღნიშნა, რომ პატრულირება მიმდინარეობს და ბევრი რაღაც კეთდება.

2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტოს თბილისის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სტრუქტურულ ერთეულებში იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და იარაღის თეორიული გამოცდისთვის აშენდა ახალი შენობები, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს საპოლიციო სერვისების განვითარებაზე.
„2023 წელს მომსახურების სააგენტომ სერვისების განვითარების კუთხით ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას. გასულ წელს მომსახურების სააგენტომ გააგრძელა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარებას. მართვის უფლების მისაღები „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ახალი ავტომობილი იქნა შეძენილი. ახალი ავტომობილები თანამედროვე GPS სისტემებით აღიჭურვა და საქართველოს მასშტაბით ათ ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button