მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 150 -ს მიაღწია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განახლებული ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა კიდევ 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რითაც გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 150 -ს მიაღწია. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 ივნისამდე პერიოდს.

„24 თებერვლიდან 12 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს:

📌32 150 ჯარისკაცი

📌1430 ერთეულ ტანკს

📌3484 ჯავშანტექნიკას

📌715 საარტილერიო სისტემას

📌226 ზალპურ სარაკეტო სისტემას

📌97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს

📌212 თვითმფრინავს

📌178 ვერტმფრენს

📌2455 მოტორიან ავტომობილებსა და საწვავის ავზს

📌13 გემებს/ნავებს

📌582 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს

📌54 ერთეულ სპეცტექნიკას

📌125 ფრთოსან რაკეტას“- აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსეთმა ყველაზე დიდი ზარალი სევეროდონეცკისა და ბახმუტის რეგიონებში განიცადა.

ამასთან რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის ტერნოპილის რეგიონზე იერიში მიიტანეს.

ტერნოპილის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ ტრუშის ცნობით, ოკუპანტების მხრიდან ტერნოპილის ქალაქ ჩერტკოვსკიზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

„საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ვუწევდით დაშავებულებს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ახლა ვმუშაობთ ნგრევის შეჩერებისა და მოქალაქეთა დაზიანებული საკუთრების შეკეთებაზე“ – აცხადებს ტრუში.

მსგავსი პოსტები

Back to top button