კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საოკუპაციო ხაზთან დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, პოლიციის მიერ მამა-შვილ ხანძავენის დაჭრის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,”- ვკითხულობთ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალაბასთუმანთან, წუხელ გვიან ღამით შსს-ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სავარაუდოდ მამა-შვილი დაჭრეს.

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაჭრილს ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული, უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა.

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა გაისროლეს.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,შემდეგ მისი რეფერირება ქუთაისში მოხდა.

მას სასწრაფო, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button