მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს, დათა პაპას დღეს დაკრძალავენ. საოკუპაციო ხაზთან, მიმდებარე ტერიტორიას ქართველი სამართალდამცველები იცავენ.
გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მისულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეფერხების გარეშე გაატარებენ.
დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა.
უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.
88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.