თბილისი ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩამპიონატს უმასპინძლება

13 ივლისიდან თბილისი ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი სიმბოლურად 20:16 საათზე გაიხსნება, ხოლო უშუალოდ შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილეობას 52 ქვეყანა და 1200-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს, 14 ივლისს აიღებს სტარტს.

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით იქნება წარდგნეილი: ნინო წიქვაძე – უროს ტყორცნა, ლაშა-გიორგი გურგენიძე – უროს ტრყორცნა, ბადრი ქიმაძე – ბირთვის კვრა/ბადროს ტყორცნა, დავით ოჩიგავა – უროს ტყორცნა, საბა სოსელია – ჭოკით ხტომა, გიორგი კეთილაძე – ბირთის კვრა, რომან ბადრიძე – სიგრძეზე ხტომა, გიორგი დავითაშვილი – ბადროს ტყორცნა, დავით ლუკავა – 400 მ/ თარჯმრენი, საბა ხვიჩავა – 2000 მ/წინაღობები, ივანე ძოძუაშვილი – ამანთრბენი, თამთა ღვინიაშვილი – 2000 მ/წინაღობები.

“თბილისი 2016” არის მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც უნდა ჩატარდეს საქართველოში. ეს არის ასევე ისტორიული ღონისძება, იმიტომ, რომ პირველად ტარდება ევროპის მასშტაბით. ეს პირველი ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატია. მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ სპორტს, ისევე – ქართულ ბიზნესს”, – განაცხადა საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე მძლეოსნობის არენა უმასპინძლებს, რომელიც 3000 მაყურებელზეა გათვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button