მნიშვნელოვანისაქართველო

საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა აქართველოს მოქალაქეები – მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი.

ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს, ე.წ “სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის” ბრალდებით დააკავეს.

ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button