მნიშვნელოვანირეგიონი

საოკუპაციო რეჟიმმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მცხოვრები გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე.

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებამდე, დე ფაქტო სასამართლომ შამანაური და შუკაკიძე დამნაშავედ ცნო ე.წ. საზღვრის დარღვევაში და 5000-5000 რუსული რუბლის გადახდა დააკისრა.

ბოლო დრომდე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ე.წ. საჯარიმო თანხა 2000 რუბლს შეადგენდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე 20 ოქტომბერს დააკავეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან მდებარე ტყეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button