საოკუპაციო ზონიდან ორი ქალი გაიტაცეს

გატაცება საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლიდან – რუსმა ოკუპანტებმაორი ქალი – 39 წლის შორენა და 26 წლის ლაურა ბალახაძეები დააკავეს.
ორივე მათგანი თბილისდან არის. დაკავება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მახლობლად მოხდა. გატაცების ფაქტს ადასტურებენ სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ქალებს ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებენ.